суббота, 31 июля 2010 г.

რუსთაველის #65-ის ბინადრებსა და წყალკანალს შორის ინციდენტი მოხდა

ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩა #65-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ ბინაში წყლის დალუქვასთან დაკავშირებით დავა კვლავ გრძელდება. პარასკევს კორპუსის ბინადრებთან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ მივიდნენ და კორპუსის გადამოწმება სცადეს, რაც მოგვიანებით ინციდენტში გადაიზარდა. დამსჯელი რაზმის ნაციონალი წევრები განსაკუთრებით ქიზიყის კორესპონდენტის გამოჩენამ გააღიზიანა. როგორც სჩანს ნაციონალებში დაფრთიანებულ ბავშვებს ქიზიყის მიერ ბოლო დროს ზედიზედ გამოქვეყნებული სტატიები არ ეპიტნავათ... განსაკუთრებით ერთ-ერთი აქტიურობდა, რომელიც გაზეთ ქიზიყის რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა და არც ლანძღვა-გინებას იშურებდა:::
გიორგი პაპუაშვილი (მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის წევრი): ,,სად არის თქვენი რედაქტორი???... ილია მარტყოფლიშვილს სადაც დავიჭერ, თავს გავუტეხავ!!!... ერთი მოვიდეს და ვანახებ ვინც ვარ... -- ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ვაჟბატონი გიორგი. ამ ფონზე საკმაოდ იმედიანად ჩანდა კორპუსის ის მცხოვრები, ვისი წყალობითაც მთელ ბინას ონკანები დაულუქეს... ის კვლავაც გაიძახდა, რომ ვერავინ დააჯარიმებდა. დამსჯელი რაზმის ახალბედა წევრებიც ირწმუნებოდნენ, რომ კიდევ ერთი გადამოწმების დროს მადონა ღვინიაშვილის ოჯახში უკანონოდ შეყვანილი წყალი არ აღმოჩნდა, ამიტომ მათ ვერ დააჯარიმებდნენ. ამის გაგონებაზე კორპუსის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის დედის ახლობელთან მეგობრობს და მოსახლეობა ეჭვობს, რომ მას სწორედ ამის წყალობით არ აჯარიმებენ. ინციდენტი, რომელსაც ქიზიყის კორესპონდენტიც შეესწრო დიდხანს გრძელდებოდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

კახეთში "სოციალური მომსახურების სააგენტოს" უფროსი გაათავისუფლეს

საკადრო ცვლილებაა "სოციალური მომსახურების სააგენტოს" კახეთის რეგიონულ განყოფილებაში. სამსახურის უფროსი ოთარ სესიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მის ადგილზე ახალი ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა. სააგენტოს ამიერიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ახალაური უხელმძღვანელებს. ახალაური მოსახლეობაში არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მას უამრავი მოქალაქე ჯერ კიდევ საკრებულოში მუშაობის დროს ემდუროდა, არაკომპეტენტურს უწოდებდა და კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ თეონა ქალდანმა განუცხადა, ახალაური უფროსის თანამდებობაზე 14 ივლისს დაინიშნა, თუმცა სამსახურში ამ დრომდე არ გამოცხადებულა. მისი თქმით, ახალაური თბილისში, ტრენინგებზე იმყოფება. „რაც შეეხება ოთარ სესიკაშვილს, ის თბილისში გადაიყვანეს, სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, მრჩეველ - კონსულტანტად“, - აღნიშნა ქალდანმა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ყოფილი უფროსი ოთარ სესიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვახტანგ მეგრელიშვილის ბიძაა (დედის ძმა). არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის არაეფექტურად განხორციელებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბევრი საფუძვლიანი საჩივრისა და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, დისშვილის მფარველობით, სესიკაშვილს პასუხისმგებლობას წლების განმავლობაში არავინ აკისრებდა. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

* * *
ახმეტაში კატამ ძაღლი გააჩინა

ახმეტის რაიონში კატამ ძაღლი გააჩინა. ანომალიური შემთხვევა კოჭლამაზაშვილების ოჯახში მოხდა. ახალშობილს კატის მსგავსი მხოლოდ კლანჭები, ყურები და კუდი აქვს. სხვა გარეგნული მახასიათებლებით ის ძაღლის ლეკვია. ანზორ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მშობიარობამდე შინაურ ცხოველს უცნაური გამოვლინებები შეამჩნია, რამდენიმე დღეში კი კატამ ძაღლი გააჩინა. ახალშობილი ამჟამად კატის რძით იკვებება. ზოოლოგებს ანომალიური მშბიარობის დაჯერება უჭირთ, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ რომ მუტაცია და სხვადასხვა გენის შეჯვარება რადიაციულ ფონზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში სპეციალისტების ჩასვლას და მოვლენის მეცნიერულად შესწავლას ითხოვს.
* * *

ნაციონალებში გამოჯეკილი აქტივისტები მოსახლეობას წყალკანალის სახელით დაერივნენ


როგორ ასაქმებენ შტაბში მოხეტიალეებს სხვადასხვა სამსახურებში და როგორ გამოზარდა მმართველმა პარტიამ ახალგაზრდა დამსჯელი ბრიგადები ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისში ვისაც კი ოდესმე წინ და უკან უხეტიალია ბოლო დროს ყველა მათგანმა თანამდებები მიიღო... განსაკუთრებით თვალშისაცემი მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრების ერთბაშად დასაქმება გახდა. ეს ფაქტი დედოფლისწყაროელებში მითქმა-მოთქმის საბაბი კიდევ ერთხელ გახდა. დედოფლისწყაროს გამგეობაში ბოლო დროს განსკუთრებით ხაზს უსვამდნენ, რომ წყალკანალი გაერთიანებულ კომპანიად ჩამოყალიბდა, მასში მუნიციპალიტეტი აღარ ერევა და ის სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ამის მიუხედავად, უცხო აღარავისთვისაა, რომ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსად სოფელ მაჩხაანის რწმუნებული გიორგი ბენაშვილი სწორედ გამგებელ ლევან ბაღაშვილის წყალობით დაინიშნა. ბაღაშვილმა ეს ქიზიყთან საუბრისასაც არ უარყო, რომ ხელმძღვანელობას კანდიდატურის შერჩევაში თავად დაეხმარა. ორიოდ დღის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფი შეიქმნა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ჯგუფის ხუთივე წევრი ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრებით შეივსო და ნაცნობ-მეგობრობის პრინციპით დაკომპლექტდა. (ბატონებო, კიდევ დაიწყებთ ბრიყვულ კიჟინს, რომ გამგეობა და მმართველი პარტია არ ერევა ამ საქმეში? იქნებ ესაც უბრალო დამთხვევაა??) კიდევ ერთი მოხეტიალე ნაციონალი, ახალგაზრდული ფრთის წევრი ვაჟბატონი ოთარ კოვზირიძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტად დაინიშნა. ჩვენდა გასაკვირად, რატომღაც ახალბედა კოვზირიძე საკრებულოში დასაქმებას საგულდაგულოდ მალავს... ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეპაზორება კოვზირიძეს საკრებულოში სამსახურის დაწყება... ახლა რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის მოხალისე წევრები წყალკანალის დამსჯელი რაზმის თანამშრომლებად... როგორც სჩანს, არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მიღებით თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილმა დედოფლისწყაროს ხელისუფლებამ ბავშვებისთვის ამაგის დაფასება გადაწყვიტა და ხელფასიანი სამსახურები ყველა მათგანს სწორედ წყალკანალში გამოუნახა. ისევე, როგორც გია ბენაშვილის შემთხვევაში, ახლაც სავარაუდოდ, რეკომენდაციას თვით ლევან ბაღაშვილი, ანდა ნიკოლოზ შანშიაშვილი გაუწევდა... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ნაცისტების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დროშა გვერდით გადადეს, მის ნაცვლად ხელში დასალუქი მოწყობილობები მოიმარჯვეს და ქალაქში უკანონობის აღსაკვეთად გაიშალნენ... წესით და რიგით, მათ დედოფლისწყაროში წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აღკვეთა და მოსახლეობის დაჯარიმება დაევალათ... ისე, ჩვენში დარჩეს და ზოგიერთები დღესაც ტრაბახობენ, ჩვენ ისეთი ზურგი გვაქვს, ვერც ვერავინ გავითიშავს უკანონოდ შემოყვანილ წყალს, ვერც ვერავინ ფეხებს დამაჭამს და ვერც დამაჯარიმებენ, საქმე ჩაწყობილი გვაქვსო... ახლა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ასეთებს ვისთან აქვთ საქმე ჩაწყობილი, ანდა ასეთი ვინ მფარველობთ, რომ ბუზს ცხვირზე აღარ ისვამენ და აღარც არაფერს უშინდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ დამსჯელი რაზმების გამოჩენის მიუხედავად, დედოფლისწყაროში ასეთი ხმებიც გაისმა და ისიც ფაქტია, რომ ამან გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტების ყურამდეც მოაღწია... აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქიზიყი ახალგაზრდული ფრთის წევრების შესახებ ეტაპობრივად უამრავ საინტერესო და უცნაურ მასალას აქვეყნებდა. თურმე ნუ იტყვით და ეს პარტიაში ახლადსისხლგადასხმული ბავშვები ჟურნალისტების სითამამეს ძალზე გაუბრიყვებია, წყენა გულში ჩაუდვიათ და ზოგიერთებს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაც აღარ მოერიდა. მოკლედ, დასალუქი მოწყობილობებით შეიარაღებული ვინმე ბატონი თუ ვაჟბატონი გიორგი პაპუაშვილი, რომელიც წყალკანალში შექმნილი მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის წევრი ბრძანდება, ქიზიყის კორესპონდენტს მიადგა და ნოტაციების კითხვა დაუწყო, ერთი როგორ უნდა გაზეთში რაღაცეების დაწერა განახებ, ახლა თუ 800 ლარიანი ჯარიმები გამოგიწერეო... აი, ხედავთ თქვენ??? ახლადგამოჩეკილი ზონდერი ჟურნალისტის დაშინებას ჯარიმის გამოწერით ცდილობს.
შვილო, გიორგი... ძმურად გვინდა გირჩიოთ, ჯერ პატარა ხარ და შენ თუ არ გსმენია, გაიკითხე და სხვაგან მაინც გადაამოწმე, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს 800 ლარიანი ჯარიმა კი არა, ამქვეყნად არაფერი აშინებთ. ცა და დედამიწა რომ გაერთიანდეს ვერაფერი შეგვიშლის ხელს, სათქმელს მაინც ვიტყვით და ინფორმაციას მაინც გავავრცელებთ... შენი 800 ლარი სასაცილოდაც არ გვყოფნის, მაშინ, როცა პირადად მე, მაგალითად, სასამართლოებში, ზოგიერთები 50 ათას ლარს მთხოვდნენ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ზოგი 20 ათასს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს... მაგრამ რა მიიღეს?? ბუს კვერცხები... ჰოდა, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ გაბღენძვას და შენს თავს მიხედე. ახალი დაწყებული გაქვს სამსახური და შეირგე... საერთოდ, მეგობრული რჩევა იქნება, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ცოტა წინდახედული გახდე და იცოდე, როგორ უნდა მოიქცე...
ბოლოსდაბოლოს უფროს ადამიანთან 20 წლის ბავშვისგან ნოტაციების კითხვა ნამეტანი უხერხულია...

ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთ ქიზიყის რედაქტორი

* * *
რუსთაველის #65 კორპუსის მაცხოვრებლებს წყალი დაულუქეს

უკვე მერამდენე დღეა ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის #65-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდათ და მრიცხველები დაულუქეს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, სხვების მიერ წყლის უკანონოდ დატაცების გამო უდანაშაულო აბონენტებიც დაისაჯნენ და მთელი კორპუსი წყლის გარეშე დარჩა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, კორპუსის მაცხოვრებლებს წყლის გადასახადის დავალიანებაც ამ დრომდე გასასტუმრებელი აქვთ, თუმცა როგორც მრავალბინიანი საცხოვრებლის ბინადრები ამბობენ, დავალიანებას ეტაპობრივად ფარავენ: ,,ამ ცხელ ზაფხულში წყალი დაგვილუქეს და საშინელ პირობებში ვართ. დავალიანება კი გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ვისტუმრებთ, როგორც შეგვიძლია... მაგრამ დალუქვის მიზეზი ის გახდა, რომ ჩვენს კორპუსში მცხოვრებ მადონა ღვინიაშვილს წყალი მრიცხველის გარეშე უკანონოდ აქვს შეყვანილი და ამის გამო მთლიანად შეგვიწყვიტეს. მადონა კი იძახის, რომ მე ისეთი ზურგი მყავს ვერავინ დამაჯარიმებს და წყალს ვერავინ შემიწყვეტავსო. ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთი ოჯახის გამო ყველა დავზარალდით. ამ სიცხეებში უწყლოდ ყოფნა აუტანელია. დახმარებას ვითხოვთ და მოგვხედეთ -- ამბობენ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებნი. შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი გია ბენაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტებს დედოფლისწყაროში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს: გიორგი ბენაშვილი: ,,ბოლო დროს ჩვენს მუნიციპალიტეტში მრიცხველის გარეშე წყლის მოხმარების ფაქტების მკაცრი კონტროლი დაიწყო. რაც შეეხება რუსთაველის #65-ში ღვინიაშვილების მიერ წყლის უკანონოდ მოხმარებას, რამდენჯერმე გადავამოწმეთ ეს ოჯახი, მაგრამ სახლში არცერთხელ არ დაგვხვდნენ... ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადამჭრელ ზომებს. წყალმომარაგების კომპანიის ამგვარი პასუხის მიუხედავად კვლავაც გაურკვეველი რჩება, როდის აღუდგება კორპუსს წყლის მიწოდება, ანდა რატომ იჩაგრება ზოგიერთი მცხოვრების გამო მთელი კორპუსის მოსახლეობა?... მოსახლეობა დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

რამაზ ნიკოლაიშვილი რეგიონებში მიმდინარე პროექტებს პირადად გააკონტროლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გასვლითი თათბირი ჩაატარა. თათბირზე, რომელსაც სამინისტროს ყველა საქვეუწყებო სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და ის პირადად გაუწევს კონტროლს ყველა იმ პროექტს, რომლებიც საქართველოში რეგიონების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ხორციელდება. ასევე, ნიკოლაიშვილმა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის - "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა მარკუს ნუდინგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომუნალური საკითხების რეფორმის საქმეში, რაც ითვალისწინებს: - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერას; - ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობის სტანდარტების დადგენას; - არსებული სახელმძღვანელო პრინციპების საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესატყვისობაში მოყვანას; - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების მხარდაჭერას; - ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, კერძოდ: - მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბებას თვითმმართველ ერთეულებში, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ გამჭვირვალე, მაღალი დონის, ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მუნიციპალური მომსახურებით; - მხარდაჭერის უზრუნველყოფას რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესში; - მაღალი დონის ექსპერტებით დახმარების უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, (მაგ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამ მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი კვლევა იგეგმება). - სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებას (მაგ: სასწავლებლად გაგზავნას გერმანიის ან აღმოსავლეთის პარტნიორობის თანამშრომლობის (Eastern Partnership Cooperation) ქვეყნებში. მემორანდუმის მოქმედების ვადები დამოკიდებული იქნება ორ ქვეყანას შორის სამომავლო ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგებზე. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

საკრებულოს თავმჯდომარე 1 კვირიანი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის GTZ–ის მიწვევით, 20 ივლისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი თაგერმანიაში გაემგზავრა. როგორც ინტერნეტ–გაზეთ ქიზიყს საკრებულოდან აცნობეს, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება ტრენინგ–სემინარები ტყის განაშენიანებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასა და კლიმატურ პირობებთან ბრძოლა სწორედ გერმანული მხარის დაფინანსებით და უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარეობს. ,,ვიზიტი 1 კვირას გასტანს და ძალზე ნაყოფიერი იქნება, რადგან დედოფლისწყარომ კლიმატის ცვლილებებსა და გაუდაბნოებას ბრძოლა სწორედ გერმანული მხარის დახმარებით გამოუცხადა. დედოფლისწყაროში 37 ჰა ტყე საცდელად უკვე გაშინდა. მომავალ წლებში გეგმაში გვაქვს კიდევ ასობით ჰექტრის გაშენება. ახლა ჯიშების შერჩევა მიმდინარეობს, რომელი უფრო გამძლე გამოდგება დედოფლისწყაროს პირობებში – ახცადებს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი. ქიზიყის ინფორმაციით, ბაღაშვილთან ერთად გერმანიაში, დედოფლისწყაროს საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულიც იმყოფება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

არბოშიკში სტიქიით დაზიანებული ბინის გასამაგრებლად ერთ ოჯახს 5 632 ლარი გამოეყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 31 მაისის #126–ე ბრძანების საფუძველზე შპს ტექნოთერმს სოფელ არბოშიკში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოებისთვის დედოფლისწყაროს 2010 წლის ბიუჯეტიდან 5 632 ლარი ჩაურიცხეს. ამ დროისთვის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში არ კონკრეტდება, ვისი საცხოვრებელი ბინის გამაგრება ხდება, თუმცა, გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა დეტალების გარკვევა უკვე დაიწყო. რედაქცია გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს იანა იანვარაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს და სხვა დეტალებს უახლოეს დღეებში გაახმაურებს. ცნობისთვის, სხვა დაზიანებული ბინების გასამაგრებლად დედოფლისწყაროში ყველაზე დიდი თანხა თითო ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარამდე არის... /ქიზიყი/
* * *
სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობა მგლებისგან დაცვას ითხოვს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძის მაცხოვრებლები მგლებისგან დაცვას ითხოვენ. როგორც სოფლის მკვიდრმა ეკა წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, შებინდებული იყო, როცა მგლები მის ეზოში შევარდნენ და 6 ცხვარი შეჭამეს, 2 კი დაგლიჯეს. „ვხედავდით, რომ ჭამდნენ, მაგრამ გარეთ ვერ გავედით, ბევრი მგელი იყო და ცხვრის გამო ჩვენც ხომ არ დავეგლეჯინებოდით. გამგეობას ბევრჯერ ვთხოვეთ, მონადირეების მორიგეობა დააწესონ, რადგან მგლები სოფელში თითქმის ყოფელ საღამოს დადიან და ქუჩაში ვეღარ გავდივართ. თუ თავს დაგესხათ, მოკალითო, გვითხრეს. რით მოვკლათ? იარაღი არ გვაქვს“, - ამბობს დაზარალებული ეკა წიკლაური. დედოფლისწყაროს გამგეობაში განაცხადეს, რომ რაიონში, მტაცებლების მიერ პირუტყვზე ან ადამიანებზე თავდასხმების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მგლებმა სამი ადამიანი დაგლიჯეს, ათობით ადგილობრივი კი დადორბლეს. შეჭამეს და დაგლიჯეს 50-მდე სული პირუტყვი.
* * *

სასაზღვრო სამმართველოს შენახვა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება!

დედოფლისწყაროში სასაზღვრო სამმართველო ადგილობრივების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ქიზიყის რედაქციამ გადაწყვიტა, დედოფლისწყაროს ქუჩებში რიგითი მოქალაქეების მოსაზრება მოესმინა და მათი მუშაობის შესახებ ადგილობრივების პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა.
მიხეილ ჯანაშვილი ,,მე თუ მკითხავ, სასაზღვრო სამსახურის შენახვა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. ზედმეტად კომორტს უქმნიან, მაგრამ თავიანთ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ. ან, ეს კეკენაძე გადამთიელი რომ არ ჩამოეყვანათ დედოფლისწყაროში სამუშაოდ, ადგილობრივი კადრები აღარ იყო?? ამხელა ხელფასებს იჯიბავენ და რეალურად არაფერს აკეთებენ.
მარინა (46 წლის): ,,სასაზღვრო სამსახურში არაეფექტურად მუშაობენ. ახლახან, ერისიმედში არ იყო, თათარმა მესაზღვრეებმა 16 წლის ახმედ გაურგაშვილი პირდაპირი სროლით ადგილზევე მოკლა?.. სად იყვნენ ამ დროს მესაზღვრეები? რატომ არ იცავდნენ საზღვარს?? ერისიმედში ქართველებს თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილებაშიც პასპორტს სთხოვენ და მაშინ სად არიან, როცა აზერბაიჯანელები მოზარდებს ცხვირწინ გვიხოცავენ?
მერაბ კოტაშვილი (38 წლის): ,,რომ იძახიან საქართველოს გაუმარჯოს შავი მთიდან შავ ზღვამდეო – აბა, სადღა გვაქვს საქართველო შავი მთიდან შავ ზღვამდე? ამდენი მიწები დავკარგეთ მთავრობის უნიათობით. ლამის ქიზიყამდეც ჩამოაღწიონ ოკუპანტებმა. საქართველო ვერ გაუმთლიანებიათ და მარტო ფულების ჩაჯიბვაზე ფიქრობენ.
ნინო (33 წლის): ,,არ ვიცი როგორ მუშაობენ, ან რამდენად ძვირი ჯდება ზოგადად მათი შენახვა, მაგრამ ვიცი, რომ კონტრაქტით დასაქმებულებს მაღალი ხელფასები აქვთ და ნაწილობრივ დასაქმების პრობლამა ოდნავ მაინც მოგვარდა...
თამუნა (24 წლის): დასაქმების პრობლემა დედოფლისწყაროში სასაზღვრო ჯარის მეშვეობით ბევრმა მოაგვარა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ გაცილებით დიდი პროცენტული მაჩვენებლით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებოდნენ. დედოფლისწყაროს სასაზღვროში მე თუ მკითხავთ სხვა რაიონებიდან, მითუმეტეს დასავლეთიდან ჩამოსული კადრები არ უნდა მუშაობდნენ... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი. * * *

საკრებულოს თავმჯდომარეებს უფლებამოსილება გაეზარდათ

ლევან ბაღაშვილს ნაწილობრივ აღმასრულებლის ფუნქციაც მიენიჭა ახლახან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამიერიდან საკრებულოს თავჯდომარეს ნაწილობრივ აღმასრულებლის ფუნქცია მიენიჭა, რომლის მიხედვითაც, იგი გამგებლის მაგივრად, საკრებულოს, ყოველწლიურად დასამტკიცებლად თვითმმათველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ქონების განკარგვის საკითხს ეხება. აქამდე, თუ ქონების განკარგვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის პრეროგატივა იყო, ახლა გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე ამ საკითხს ერთობლივად გადაწყვეტენ. როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ასევე უფლება აქვს თანხები გადაანაწილოს მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კვალიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის. ასე რომ, ამიერიდან საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც თავისთავად გამგებლის როლის შესუსტებაზე მეტყველებს. /ქიზიყი/
* * *

გამგეობის მიერ დაპიარებული ახლადგადახურული სახურავებიდან წყალი ჟონავს

ქალაქ დედოფლისწყაროში ყველა მრავალსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს. სამუშაოების შესასრულებლად (MGF) მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 ათასი ლარი გამოყო. ტენდერში კომპანია ,,კავკას ტაუერსმა` გაიმარჯვა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოები მალევე დააპიარა... თუმცა, ირკვევა, რომ დედოფლისწყაროელებს საზეიმოდ სულაც არა აქვთ საქმე... მიუხედავად იმისა, რომ მრავალბინიანი სახურავების განახლებიდან ერთი თვე გავიდა, როგორც ქიზიყმა გაარკვია, ახლადგადახურული სახურავების უმრავლესობიდან პირველივე ძლიერი წვიმის დროს მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ოთახებში წყალი ჩაუვიდა. დედოფლისწყაროელები სამუშაოების უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ და კომპანიისგან ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვენ.
დავით ჯიბღაშვილი (გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი): ,,სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომაცაა, რომ ხარვეზები გამოჩნდა. ჯერ კიდევ დარჩენილია საბუხრე ადგილების მოწესრიგება, ამიტომაც წყალმა გაჟონა... შაბათს ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ, ყველა ოჯახი შეამოწმეს და ხარვეზები სულ მალე აღმოიფხვრება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაზეთ ქიზიყს აცნობეს, ასეთ კორპუსებში სამასამდე ოჯახი ცხოვრობს. ბოლო დროს მათი სახურავები იმდენად დაზიანებული იყო, წვიმის დროს ბინებში წყალი ჩადიოდა, მობინადრეებს კი მის შესაკეთებლად სახსრები არ ჰქონდათ.ვინაიდან რაიონული ცენტრები და ქალაქები სოფლის დახმარების პროგრამით არ ფინანსდება და ადგილობრივ ბიუჯეტსაც ამის სახსრები არ გააჩნია, პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ ბიუჯეტში შევიდა პროექტი ,,ადგილობრივი გამგეობა. დედოფლისწყაროელებს კი დავით ჯიბღაშვილის დაპირებების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ მიზანმიმართულად განხორციელდა... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ჯუმასყურის დაცული ტერიტორიების 300 ჰექტარი აზერბაიჯანს რჩება...

სახელმწიფო წელს პრობლემის მოგვარებას არ აპირებს – მომავალ წელს კი, შესაძლოა, აზერბაიჯანმა ამ ყურეს ახლოსაც აღარ გაგვაკაროს!... დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროსთან, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარს მხოლოდ მდინარე ყოფს. სწორედ მდინარე ალაზანი შეიძლება გახდეს დედოფლისწყაროს უნიკალური ტერიტორიების დაკარგვის მიზეზი, რის შემდეგაც ქართული მიწა აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდება. დედოფლისწყაროში მდებარე ბუნების ძეგლი კაკლისყურე კატასტროფის პირას უკვე რამდენიმე წელია აღმოჩნდა. მდინარემ შესაძლოა კალაპოტი შეიცვალოს, რის შედეგადაც 180 ჰა მიწის ფართობი აზერბაიჯანს დარჩება – ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ ოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღწევდა, დღეისთვის კი ის თითქმის განახევრებულია და მხოლოდ 180 ჰა რჩება. ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გამოცემული „მწვანე გაზეთი“ და გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეცგაზეთი რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად გამოსცა. კაკლისყურეს მეორენაირად ჯუმასყურესაც ეძახიან. აქ 180 ჰა ნახევარკუნძული ხმელეთს 6-7 მეტრიანი მიწის მონაკვეთით უკავშირდება. მას გარშემო უვლის ალაზანი. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის.ალაზანი ტრასნსასაზღვრო მდინარეა, საზღვის დემარკაცია აქ განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, მდინარემ ყელი რომ გაგლიჯოს და სწორხაზოვნად წამოვიდეს, 180 ჰა მიწის ფართობი საზღვრის გარეთ დარჩება და გარკვეულ პრობლემებს შექმნის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ამ ნახევარკუნძულს მდინარე გარკვეული სისქის გარსს აცლის და თანდათან აპატარავებს.წლების განმავლობაში კი, ე.წ. ნახევარკუნძული, შესაძლოა, წყალმა ჩამორეცხოს და სრულად გააქროს. არადა, ამ იშვიათ ულამაზეს ადგილს ბუნების ძეგლის სტატუსი სწორედ იმიტომ მიენიჭა, რომ აქ ბუნება პირველქმნილი სახით არის შემონახული. ჭალის ტყეების გარდა, აქ შემორჩენილია ველური კაკლის ენდემური ჯიშები. ის ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. ანა ბენაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, აღნიშნავს: რომ "რამდენიმე წლის წინ კალაპოტის ასამაღლებლად დროებითი სამუშაოები ჩატარდა, მდინარის ნაპირთან კალაპოტის ასამაღლებლად ბეტონის სამშენებლო ნარჩენები ჩაიყარა, ამან გარკვეული დროით შეაჩერა მდინარის ყელზე ტალღების დარტყმის ძალა, მაგრამ დღეს პრობლემამ ისევ იჩინა თავი. ისევ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით, ზემდგომ ინსტანციებში გაგზავნილია თხოვნა კაკლისყურეში ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება ეს თხოვნა, არავინ იცის". გარემოს დაცის სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი რუსუდან სტურუა აცხადებს, რომ ობიექტი შესწავლილია და წინასაპროექტო დაგეგმვებიც გაკეთდა. თუმცა ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, კაკლისყურე არ არის იმ თხუთმეტი ობიექტის სიაში, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროში ავტოავარიას 19 წლის ბექა ჯანიაშვილი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოდან აცნობეს, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი მიცუბიშის მარკის ჯიპი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის ბექა ჯანიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულია მიცუბიშის მძღოლი დედოფლისწყაროს საიონის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 30 წლის გურამ მაძღარაშვილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დეტექტივ გამომძიებელი დავით პოპიაშვილი აწარმოებს. მიცუბიში ასევე, ფორდის მარკის ავტომობილსაც შეასკდა, რომელსაც სოფელ გამარჯვების მკვიდრი ნიკოლოზ კაკალაშვილი მართავდა. ფორდის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. როგორც ქიზიყმა გაარკვია, გარდაცვლილი ბექა ჯანიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბის მკვიდრია და დედოფლისწყაროში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა ქიზიყს განუცხადეს, ბექა ბეზნზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელში უკვე გადაასვენეს. ახალგაზრდას სამშაბათს ბოდბის სასაფლაოზე დაკრძალავენ. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
ძლიერი წვიმის შედეგად დედოფლისწყაროში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ წითელწყაროში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი. თამარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე არხიდან გადმოვარდნილ წყალში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. თვითმხილველებმა ის ძლივს გადაარჩინეს. მოსახლეობა დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, მაშველები დედოფლისწყაროში უკვე გაემგზავრნენ და სახანძრო სამსახურის მანქანების გამოყენებით დატბორილი სახლებიდან წყალს ამოტუმბავენ. /ICK/
* * *
სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ზემო ქედის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელში სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა და მოსახლეობას წყალი ქუჩებში დაყენებული ონკანებიდან უნდა მიეღო, თუმცა ხალხი უწყლოდ არის დარჩენილი. „სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე გავლენიანმა პირმა წყალი სახლში შეიყვანა და ონკანებზე აღარ მოდის. წყალს ცისტერნებში ავსებენ და მერე ლიტრობით ყიდიან. 1 ლიტრი წყალი 10 თეთრი ღირს. რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ვინც წყალს ყიდის, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გამგეობასთან აქვთ შეთანხმებული და ტყუილად ვდაობთ“, - აღნიშნეს ზემო ქედის მაცხოვრებლებმა. ამ საკითხზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარი არ გააკეთეს. /ICK/

четверг, 15 июля 2010 г.

დემურ კეკენაძის თაფლობის თვე, უპასუხოდ დატოვებული ზარები და ღიად გამომჟღავნებული ზიზღი

უკვე მერამდენე დღეა გაზეთი ქიზიყი #4-ე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელის დემურ კეკენაძისგან სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარის მოპოვებას ცდილობს. ამჯერად გვაინტერესებდა მისი მოსაზრება, ახლახან გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გია კოხტაშვილს, რომელსაც კორესპონდენტთან ინციდენტი მოუხდა და ჟურნალისტზე ზეწოლა განახორციელა, როგორც ამბობენ, კეკენაძემ მკაცრი საყვედური მისცა, დატუქსა და მისი გათავისუფლებითაც დაიმუქრა.
ინფორმირებული წყარო გაზეთ ქიზიყს უდასტურებს, რომ კოხტაშვილის დასჯის ამბავმა თავდაპირველად სწორედ სამმართველოს შენობიდან გამოჟონა, მითქმა-მოთქმაც ამ საკითხის ირგვლის სწორედ მას შემდეგ დაიწყო. რამდენიმე თანამშრომელიც პირად საუბრებში არ უარყოფს, რომ ამგვარი ხმები მათაც სმენიათ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე მერამდენე დღეა ინფორმაციის გადამოწმებას თავად სამმართველოს პირველ პირთან ვცდილობთ, თუმცა როგორც სჩანს ამაოდ.

პოლკოვნიკ დემურ კეკენაძის პირადი ნომერი 891 22 35 91 უკვე მერამდენე დღეა არც ჩვენს მიერ განხორციელებულ და არც უცხო ნომრებიდან შესულ ზარებს არ პასუხობს.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, სულ ახლახან პოლკოვნიკი დემურ ბატონი დაქორწინებულა და ცოლად თბილისელი ქალი შეურთავს. ალბათ ამიტომაა, რომ ტელეფონზე სასაუბროდ ვეღარ (თუ აღარ) იცლის... ან, გავდიდკაცდიო ფიქრობს და აღარ კადრულობს. ასეა, იცის ხოლმე, ზოგიერთები წუმპედან რომ ამოვლენ მერე გაზულუქებულები მამალ ბუზს ცხვირზეც აღარ ისვამენ...
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს სასაზღვრო სამმართველოში განუცხადეს, კეკენაძე ქორწინებასთან დაკავშირებით სამსახურში რამდენიმე დღეა აღარ ცხადდება და როგორც გაირკვა, ის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს.
ჩვენთვის უნებლიედ ისიც გახდა ცნობილი, რომ უახლოეს დღეებში კეკენაძე საქორწინო მოგზაურობაში მიდის.

ქორწინებაც რომ არ ყოფილიყო, ვაჟბატონი კეკენაძე ჟურნალისტებთან სიტყვაძუნწობით ხშირად გამოირჩეოდა. ქიზიყის გამოჩენა არც მანამდე სიამოვნებდა, მითუფრო მისგან ყურმილის აღებას არც ახლა ველოდით, რადგან ეს საკითხი კეკენაძის კომენტარის მოპოვებამდე ქიზიყმა უკვე გაავრცელა. ცხადი იყო, რომ კეკენაძე ჩვენი შეხმიანების მიზეზს მიხვდებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დემურ ბატონს ჩვენი ნომრები ჩამახსოვრებული აქვს და კეთროვანივით გვიფრთხის. ცოცხალი თავით არ პასუხობს ჩვენგან შესულ ზარებს. თუმცა, ისიც აღმოვაჩინეთ, რომ სამმართველოს უსტაბაში არც უცხო ნომრებს პასუხობს. ყოველ შემთხვევაში ბოლო დროს...

უდაოა, რომ პოლკოვნიკ კეკენაძეს და მის თანამშრომლებს დედოფლისწყაროში მათი მისამართით გაჩენილ უამრავ უხერხულ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, არ აქვთ. არადა, ადგილობრივები მათგან პასუხების მიღებას დიდი ხანია ელიან. სასაზღვრო სამმართველოდან კი მხოლოდ ის ისმის, რომ დასანახად ვერ იტანენ ქიზიყის რედაქტორს, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს. ამას სამმართველოს ხელმძღვანელი პირები არც საჯარო და არც პირად საუბრებში მალავენ. სიძულვილის ძირითადი მიზეზი კი მათი მისამართით წამოჭრილი ეჭვების და სხვადასხვა კრიტიკული მასალების გამოქვეყნებაა. /ქიზიყი/
* * *

სააკაშვილი გუბერნატორებს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რეგიონების გუბერნატორებს, რაიონების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მთავრობის მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე „ლაყაფისტების“ შენახვას არ აპირებს.
იგი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ზაალ აბაზაძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, აბაზაძეს პრეზიდენტმა კომპეტენცია დაუწუნა. კერძოდ, პრეზიდენტის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქვეყანაში შემოსული ტურისტების ზუსტი რაოდენობა არ იცოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აბაზაძის საუბარი უაზრო, უშინაარსო „ცარიელი ლაყაფი“ იყო. ასე კი თანამდებობის პირი არ უნდა ლაპარაკობდეს“.„თუ მუშაობა არ შეგიძლია, უნდა გაიარო და სხვები გაატარო. ასეთი რამის მოთმენას რომელიმე სამინისტროში აღარ ვაპირებ. ვგეგმავ, რომ ყველა სამინისტროსა და დეპარტამენტში მივიდე, მათ ხელმძღვანელებს თვალებში ჩავხედო და ყველაფერი პირადად მოვისმინო. არ ვაპირებ, რომ მთავრობის საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე „ლაყაფისტები“ შევინახო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა ."ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მტრებისთვის პასუხის გასაცემად, საქართველოს ბედზე მოყოყმანეებისთვის თვალების ასახელად. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერების, კრიმინალთან ბრძოლის, განვითარების კურსს, ქართველმა ხალხმა თქვენ ნდობა გამოგიცხადათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ სხდომას დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც დაესწრნენ.
საქართველოს რეგიონებში წელს 1 მლრდ 300 მლნ აშშ დოლარის პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული თანხა, ძირითადად, მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგების სისტემებს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დაგეგმილ პროექტებს. სააკაშვილის განცხადებით, გზების მშენებლობა მთვარობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს გზების დეპარტამენტი 452 მლნ ლარის ღირებულების სამუშაობს განახორციელებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან
* * *
არსენიშვილი დარწმუნებულია, რომ დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშებს არ კითხულობენ

კახეთის ექს–გუბერნატორის ამიგოები და რა აზრი აქვს პარლამენტი ანგარიშს ერთხელ მოისმენს თუ ორჯერ?
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებს დეპუტატები არც კი კითხულობენ და მისთვის გაუგებარია, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს, ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს ერთხელ წარუდგენს თუ ორჯერ. ამის შესახებ განცხადება არსენიშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, კანონპროექტის სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა. საპარლამენტო ოპოზიცია, ომბუდსმენის მოხსენების პარლამენტში მოსმენის რაოდენობის შემცირებას აპროტესტებს და მას არადემოკრატიულ გადაწყვეტილებად აფასებს. არსენიშვილის თქმით, პირველ რიგში პარლამენტი ცდილობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი გააძლიეროს. საკანონმდებლო ცვლილებით, არსენიშვილის თქმით, ყალიბდება რწმუნებულთა ძლიერი ინსტიტუტი; სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ ნებისმიერ სიტუაციაში; ,,იოლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა და ზოგადად სახალხო დამცველი აღჭურვილია ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტით. ჩვენს ძვირფას ამიგოებს მივმართავ, რომ შინაარსით ასეთი მდიდარი კანონპროექტი არ უნდა ფასდებოდეს პარლამენტში გამოსვლის რაოდენობით. რომელმა ერთმა წაიკითხა ყოფილი სახალხო დამცველის 1126 გვერდიანი მოხსენება ან ის მოხსენება, რომელიც ახლა არის შემოსული? პარლამენტში კი სახალხო დამცველს რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ მოვა შესაბამის კომიტეტში აზრის გამოსახატად, - განასხადა არსენიშვილმა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას სხდომათა დარბაზში მხოლოდ 12 დეპუტატი იმყოფებოდა. /qiziyi/
* * *

დემურ კეკენაძე კოხტაშვილს დასჯას უპირებს?

#4-ე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი დემურ კეკენაძე სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსის გია კოხტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მისი თქმით, კოხტაშვილს თანამდებობასთან გამოთხოვება სულ მალე მოუწევს. წყარო ირწმუნება, რომ ამ ამბავმა თავდაპირველად სწორედ სამმართველოს შენობიდან გამოჟონა... როგორც მოარული ხმები ამბობენ, კეკენაძემ კოხტაშვილის დასჯა, სავარაუდოდ, ქიზიყის კორესპონდენტთან ახლახან მომხდარი ინციდენტის გახმაურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კადრების განყოფილების უფროსი, გიორგი კოხტაშვილი ორიოდ კვირის წინ გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქედმაღლურად მოუწოდებდა, რომ სასაზღვროს მისამართით წერა შევწყვიტოთ და თავი დავანებოთ. ეს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. კოხტაშვილის შესაძლო გათავისუფლებას ოფიციალურად ამ ეტაპზე არავინ ადასტურებს, თუმცა სამმართველოს ზოგიერთი თანამშრომელი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამგვარი ხმები კულუარებში მათაც სმენიათ. გაზეთ ქიზიყის რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად მაღალჩინოსნების მოზღვავებული აგრესიისა, გაზეთი მწვავე კითხვების დასმას არც მომავალში მოერიდება:
ილია მარტყოფლიშვილი: ,,ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერაფრით დავაიმედებთ, ვერც ბატონ კეკენაძეს და ვერც მის კოხტა განყოფილების უფროსს, რომელიც თავგამოდებით ცდილობს ხელმძღვანელის გამოსარჩლებას... ბოლო წლებია, სასაზღვრო სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იბადება და ეს სამსახური მუდმივად არის მოსახლეობის ყურადღების ცენტრში. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ გაზეთი ქიზიყი გაასმაგებული ენერგიით ადევნებს თვალყურს და ცდილობს მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. ამ შემთხვევაში, კოხტაშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის არ მიგვიმართავს, რადგანაც ეს უკანასკნელი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ერთი შემთხვევა დავუთმეთ, თუმცა ჩვენ გაჩერებას, ან მათთან გარიგებაში შესვლას სულაც არ ვაპირებთ და ნებისმიერი საკითხის გააქტიურებისთანავე სასაზღვრო სამმართველოზე ჩვეულებისამებრ მოვამზადებთ სტატიებს. მაგრამ, თუ რომელიმე მათი ხელმძღვანელი პირის მიერ კიდევ განხორციელდება რაიმე სახის ჩარევა ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში, ან სხვადასხვა სახის ზეწოლა, ამ შემთხვევაში აუცილებლად პროკურატურას მივმართავთ და ძიების დაწყებას მოვითხოვთ. კეკენაძეს და მის დამქაშებს კი ურჩევნიათ, ჩვენი დაშინების ნაცვლად, მოსახლეობაში მათი მისამართით წარმოქმნილი ეჭვები გააქარწყლონ და უამრავ მწვავე კითხვაზე პასუხი გასცენ, რომელზეც მითქმა-მოთქმა არ ცხრება. -- აცხადებს ქიზიყის რედაქტორი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე დასტურდება მხოლოდ ის, რომ კოხტაშვილის გათავისუფლების ხმები სამმართველოს კულუარებშიც სმენიათ. განხორციელდება თუ არა სასაზღვრო სამმართველოში სტრუქტურული ცვლილებელი და დასჯის თუ არა ჟურნალისტთან მომხდარი ინციდენტისთვის კოხტაშვილს, ეს სულ მალე გაირკვევა. მოვლენათა განვითარებას ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფი კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალყურს. /ქიზიყი/
* * *

სამთაწყაროში 16 წლის გოგონა გველმა დაკბინა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში 16 წლის სოფო დიასამიძე გველმა დაკბინა. შემთხვევა 11 ივლისის საღამოს, გოგონას მინდორში ყოფნის დროს მოხდა.
როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, მათთან სამთაწყაროდან გამოძახება არ შესულა და მშობლებმა პაციენტის ტრანსპორტირება დამოუკიდებლად შეძლეს.
მოზარდის პაპა, შაქრო ხილაძე ამბობს, რომ გველი არ უნახავს, თუმცა გოგონას ფეხი შეუსივდა. ტკივილები დაეწყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსი ვანო ნატროშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ პაციენტს კიდური შესიებული ჰქონდა: ,,დაუყოვნებლივ ანტიგიურზინი გაუკეთდა და რაკი მდგომარეობა მძიმე იყო მოზარდი სასწრაფოდ თბილისის #4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. - აცხადებს ვანო ნატროშვილი.
როგორც #4 საავადმყოფოს ფანყოფილების უფროსი იგორ ვახანია ამბობს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია: ,,სათანადო მკურნალობა გამოკვლევები ჩატარდა, მიმდინარეობს მკურნალობა და ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეში ყველაფერი კარგად იქნება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი; ირაკლი კანდელაკი
* * *

ნაციონალმა დეპუტატმა თანატოლი ცემით მოკლა...

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი თემურ მეტრეველი, რომელმაც დეპუტატის მანდატი ახლახან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადეპუტატებიდან ერთი თვეც არ გასულა, კრიმინალური ქმედებების გამოვლენა უკვე მოახერხა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თელავში მცხოვრები 27 წლის დიტო დენტოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მეტრეველი 9 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ლაგოდეხში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე „სოდ“-მა დააკავა. მეტრეველის დაკავების თვითმხილველი რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი გახდა. მიუხედავად ამისა, „სოდი“-ს კახეთის რეგიონალურ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ რომ ვინმე მეტრეველი მართლა დააკავეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, თელავის საკრებულოს წევრმა, 26 წლის თემურ მეტრეველმა თელავის მკვიდრი 27 წლის დიტო დენტოშვილი ჯერ სასტიკად ცემა, შემდეგ კი თავში ქვა ჩაარტყა. ინციდენტი დასასვენებელ პარკ „ნადიკვარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ივლისს მოხდა.თემურ მეტრეველი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკევეს, როდესაც იგი ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიიდან გამოვიდა. დაკავების თვითმხილველი მოსახლეობა ამბობს, რომ მეტრეველს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
დიტო დენტოშვილი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.გარდაცვლილის დედის თამარ დენტოშვილის თქმით, მისი შვილი ერთი ადამიანის მიერ არ არის ნაცემი. „ჯგუფის მიერ არის ნაცემი. დაზიანებები სახისა და სხეულის არეში აქვს მიღებული“, - ამბობს გარდაცვლილის დედა. მისივე თქმით, თეიმურაზ მეტრეველი ინციდენტის შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ის განმეორებით მას შემდეგ დააკავეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება. თელავის რაიონული სასამართლო მეტრეველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების საკითხზე 11 ივლისს იმსჯელებს.მომხდარის შემდეგ ირკვევა, რომ ნაციონალურ მოძრაობას პარტიული სიები არცთუ საიმედო კადრებით აქვს შევსებული და მოქალაქეები ნაციონალური მოძრაობის წევრებს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ. ბოროტმოქმედებითა და კრიმინალებით გამოტენილი მმართველი პარტია მოსახლეობის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა... ასე, რომ ერიდეთ ნაციონალებს!!!... /ქიზიყი/
* * *

ინფრასტრუქტურის შეფი საჯარო ინფორმაციას მხოლოდ წერილობით უპასუხებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თავი კაცი, დავით აღმაშენებელ-ჯიბღაშვილი მოქალაქეთა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და ბრძანებს, რომ დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს მხოლოდ წერილობით, ოფიციალური მიმართვის შემდეგ გასცემს. ეს ინფორმაცია დავით ჯიბღაშვილმა გაზეთ ქიზიყის წარმომადგენელთანაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მსურველებმა ინფორმაცია წერილობით უნდა ვითხოვოთ. ისე, კაცმა რომ თქვას, რას ვერჩით ამ ჯიბღაშვილს. თვალებს თუ გავახელთ, დავინახავთ, რომ ბოლო დროს მისი წყალობით დედოფლისწყარო აშენდა, დამშვენდა, გაბრწყინდა და გამობრწყინდა. უამრავი რამ გაკეთდა და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერში დავით ბატონის ოფლი და ამაგია ჩადებული. უმადურობაც არ ივარგებს... სწორედ ამიტომაც, გაზეთმა ქიზიყმა დავით ჯიბღაშვილს აღმაშენებელი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უწოდა. ამ მეტსახელმა კი პოპულარობა უმალ მოიპოვა. ბევრს ისე მოეწონა, რომ როგორც ამბობენ, ამ სახელით სამეგობროშიც ხშირად ხუმრობით მოიხსენიებენ. აბა რა გეგონათ, სამშობლოს წინაშე ღვაწლი დაუფასებელი როდი რჩება. შრომა უდაოდ დაფასდება, ისევე დაფასდება, როგორც ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ჯიბღაშვილს ნაციონალურ შტაბთან ხეტიალი დაუფასეს. კაცმა არ იცის, იქ სასარგებლოს რას აკეთებდა, მაგრამ მაინც...
ისე, ჩვენში დარჩეს და ისიც კარგად გვახსოვს, იმჟამინდელ გამგებელ ლევან ბაღაშვილთან ძმაკაცობის გამო, სრულიად გამოუცდელი კადრი პირდაპირ სამსახურის უფროსის სავარძელში უცერემონიოდ როგორ ჩასვეს და არც ის დაგვიწყებია, რის გამო ჩაახუტეს მას ეს სკამი. ისიც გვახსოვს, სავარძელს მომლოდინე დავით ბატონი საარჩევნო კაბინასთან როგორ იდგა ატუზული და წინასწარ დაჩმორებული ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენებს ჯიბღაშვილს ცხვირწინ როგორ უფრიალებდნენ. ამით არწმუნებდნენ, რომ პირობა შესრულებულია და მართლაც #5 შემოხაზეს...
სხვათაშორის, მაშინ ამ უკანასკნელმა არც ჟურნალისტებთან მაღალი ტონით ყვირილი და ნოტაციების კითხვა ითაკილა... დედოფლისწყაროში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ჯიბღაშვილი შეუფერებელი კადრია და ის მხოლოდ ძმაკაცური პრინციპით გაადიდკაცეს და ამას ლევან ბაღაშვილს უნდა უმადლოდეს. ხშირად გაიგონებთ, რომ მოსახლეობა მისი ფიგურისადმი არცთუ სიმპათიითაა განწყობილი: ,,სამსახურის უფროსი კია, მაგრამ იქამდე რა გზა განვლო? რომ ჰკითხო ხეირიანად იმასაც ვერ აგიხსნის, რას ნიშნავს ეკონომიკური განვითარება, ან ინფრასტრუქტურა... – ამგვარია ადგილობრივების შეფასებები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჯიბღაშვილი თავისივე სამსახურის სახელწოდების ზუსტ განმარტებაშიც ვერ ერკვევა. არავინ იცის, ფეშქაშად მიღებულ სავარძელს ჯიბღაშვილი რამდენ ხანს შეინარჩუნებს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორი სახელით დატოვებს ამ პოსტს, თორემ დაჯდომით ბევრი დაუსვამთ და ბევრიც სხვანაირად გადმოუგდიათ. ზოგიერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბევრი მიქარვები რომ აღმოუჩინეს და თავი პროკუტარურაში უკრეს, მერე ხაჭაპურების ცხობა დაიწყო, ზოგმა სახინკლე გახსნა, ზოგიც გისოსებსგადარჩენილი ახლა ჩირგვებში იმალება... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

ნიკოლოზ შანშიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ჟურნალისტის თქმით, 3 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამგებელმა მას ვიდეოკამერა წაართვა, დაუზიანა და გადაღების საშუალება არ მისცა. ვიდეოკამერა ისეა დაზიანებული, რომ აღარ ფუნქციონირებს. მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა პროკურატურამ გამოძიება ამ დრომდე არ დაიწყო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო. ჟურნალისტი აპირებს კახეთის საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, განცხადებით თავად მიმართოს. შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან დღემდე, კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის და მუქარის ათზე მეტი ფაქტი გამოუძიებელია. /ICK/
* * *

შირაქის ყოფილ სახედრო აეროდრომზე დემილიტარიზაციის პროცესი გაგრძელდება

როგორც დედოფლისწყაროში აცხადებენ, შირაქის ყოფილ სახედრო აეროდრომზე, შესაძლოა, დემილიტარიზაციის პროცესი გაგრძელდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორიოდ დღის წინ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროსა და ეუთოს მისიის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ეუთოს და გაეროს ურთიერთთანამშრომლობით, იმ საჭიროებების გამოვლენას ითვალისწინებდა, რომელიც შეიძლება დამატებით ჩაიდოს აღნიშნულ პროექტში და შემდეგ მოძიებულ იქნას დონორი, რათა დემილიტარიზაციის პროექტის გარდა დედოფლისწყაროელებს სხვადასხვა პროექტები შესთავაზონ. გაეროს განვითარების პროგრამის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნილს ქრისტენსენმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ეუთოს მიერ დედოფლისწყაროში რუსული სამხედრო ბაზების დემილიტარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის თაობაზეც ისაუბრეს. ქიზიყის ინფორმაციით, დემილიტარიზაციის პროექტი დედოფლისწყაროში 2005 - 07 წლებში განხორციელდა. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროს გამგებელმა ჟურნალისტს კამერა დაუმტვრია

„ბიჭო, დაუკრეფავში არ გადამიყვანო“
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში. „გადაღებისას ადგილობრივებმა მითხრეს, რომ სოფლის გზაზე მხოლოდ ერთი მანქანა ხრეში დაყარეს, რაზედაც 4 000 ლარი გაუხარჯავთ“ - ამბობს გელა მთივლიშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ტელეფონით შეუთანხმდა, რომ კომენტარს გამგეობაში ჩაწერდა.
„გამგებელს ვიდეოკამერით გადაღებული კადრები ვუჩვენე, რის შემდეგაც შანშიაშვილმა კომენტარის მოცემა გადაიფიქრა... რაში გაინტერესებს სად რამდენი დაიხარჯა? შენ რა კონტროლის პალატა ხარ? არ გაძლევ კომენტარს და მორჩა, რა გაგვიხურე საქმე - ასე მეუბნებოდა დედოფლისწყაროს გამგებელი“ - იხსენებს გელა მთივლიშვილი. მისი თქმით, ბოლოს გამგებელმა ინფორმაციის წერილობითი ფორმით გაცემა მოითხოვა, უცებ კამერას ხელი სტაცა და გაიქცა. „კამერის დასაბრუნებლად გამგებელს გავეკიდე, კამერის დაბრუნებას არც აპირებდა და ძლივს დავიბრუნე, რა დროსაც მონიტორი გატყდა“ - ამბობს გელა მთივლიშვილი. ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შაბათს, 3 ივლისს მოხდა. ამ ფაქტის თვითმხილველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დავით ჯიბღაშვილი იყო, რომელიც ამჟამად მომხდარს უარყოფს. იმავე დღეს, კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის კახეთის გუბერნატორს დაუკავშირდა. „დაუჯერებელ ამბავს მეუბნებით. არ მჯერა, რომ გამგებელი ასე მოიქცა. გავერკვევი და კომენტარს მერე გავაკეთებ“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. მას შემდეგ გუბერნატორი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „გუბერნატორს ვერ ვუკავშირდები. თვითმხილველებმა კი თქვეს, რომ გამგებელმა ჟურნალისტს მხოლოდ შტატივი წაართვა,“ - აცხადებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესმდივანი ხათუნა გულიაშვილი.
გელა მთივლიშვილს პოლიციისთვის განცხადებით არ მიუმართავს, რადგან 2004 წლიდან დღემდე, კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის და მუქარის ათზე მეტი ფაქტი გამოუძიებელია. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის ფაქტები მართლაც გამოუძიებელია.
გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ჟურნალისტების მუშაობის თავისუფლება, ამისათვის მან უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც აღნიშნული უფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მით უფრო, დაუშვებელია მსგავსი რამ საჯარო მოხელეების მიერ. ჟურნალისტთა, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ თითოეული ასეთი ფაქტის გამოვლენისას განხორციელდეს ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება“.
ნატალია სარქისაშვილი ICK
* * *

გუბერნატორი კახელ მაღალჩინოსნებს ჟურნალისტებთან ტაქტის გამოჩენისკენ მოუწოდებს

კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა წუხილი გამოთქვა დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტის გამო. „ძალიან ვწუხვარ გამგებელსა და ჟურნალისტს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, თუმცა თავად გამგებელი ამ ფაქტს არ ადასტურებს. პირადად მე კონსტრუქციული ურთიერთობები მაქვს კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან და მათ შორის გელა მთივლიშვილთან. მოვუწოდებ ყველას განსაკუთრებული ტაქტი გამოიჩინონ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში", - აღნიშნავს ღვინიაშვილი.
* * *

დედოფლისწყაროში მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთ დაშავებულს, შესაძლოა მხედველობა ვერ შეუნარჩუნონ

ქალაქ დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩაზე მცხოვრებ ჯალიაშვილების საცხოვრებელ ბინაში სანადირო თოფის ტყვიების კუსტარული წესით დამზადების დროს აფეთქება მოხდა. აფეთქებისას 21 წლის ლაშა პაპუაშვილი და 32 წლის თემურ ჯალიაშვილი დაშავდნენ. დაზიანებები მათ სახისა და მუცლის არეში აღენიშნებათ. როგორც ქიზიყმა გაარკვია, განსაკუთრებით მძიმეა ლაშა პაპუაშვილის მდგომარეობა. ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდამ მხედველობა მთლიანად დაკარგოს. მეზობლები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, დაშავებულებს ნადირობა უყვარდათ და ტყვია-წამალს პირადი მოხმარებისთვის კუსტარულად ამზადებდნენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს, ორივე დაშავებული 033-ის ბრიგადამ დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს სტაციონარში გადაიყვანა.
ფატი ჯანყარაშვილი (დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მორიგე ექიმი): ,,პაციენტები მიმღებში საღამოს შემოიყვანეს. მათ დამწვრობა აღენიშნებოდათ. დაუყოვნებლივ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და სირთულის გამო ისინი სასწრაფოდ თბილისშის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადავიყვანეთ. როგორც თბილისის ოფთალმოლოგიური კლინიკის ექიმი მარიამ გოლოვაჩოვა ამბობს, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
მარიამ გოლოვაჩოვა: ,,დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული. თვალებში უამრავი უცხო სხეულია მოხვედრილი. კატარაქტა განვითარდა და საკმაოდ რთული ოპერაციები არის საჭირო და წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ შესაძლოა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს. სავარაუდოდ, აფეთქება ტყვიების არასწორად დამზადებამ და ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. მომხდარ ინციდენტთანთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს ინციდენტი ყველა წამყვანი ტელეკომპანიის ეთერით გაშუქდა, რომელთაც ინფორმაცია ქიზიყმა მიაწოდა. /ქიზიყი/
* * *


კახეთში გაზი 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია „სოკარ ჯორიას”-ს გადაწყვეტილებით გაზის ტარიფი 10 თეთრით იმ აბონენტებისთვის გაძვირდა, ვინც პირველი მაისის შემდეგ გახდა გაზის მომხმარებელი. კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალი აბონენტები 50 თეთრის ნაცვლად 60 თეთრს გადაიხდიან. ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა კომერციული აბონენტებისთვისაც, ისინი 15 ივნისიდან 79 თეთრის ნაცვლად 85 თეთრს გადაიხდიან.როგორც რადიო „ჰერეთს“ „ლაგოდეხგაზის“ დირექტორმა ზურაბ ხელაშვილმა განუცხადა, სოკარ ჯორჯია გაზმა დელეგირებული უფლებით ისარგებლა და გაზის ტარიფი გაზარდა. /ჰერეთი/
* * *
პოლიციამ ბავშვთა სახლიდან გაპარული მოზარდი მშობლებს დაუბრუნა

ბოდბის ბავშვთა სახლიდან გაქცეული 12 წლის მიშიკო კოპლატაძე დედოფლისწყაროს პოლიციამ რამდენიმე საათში ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში შენიშნა და მშობლებს დაუბრუნა. როგორც კოპლატაძეების მეზობლებმა გაზეთ ქიზიყს აცნობეს, არასრულწლოვანი საცხოვრებელ ბინაში არც პოლიციის მიყვანის შემდეგ დარჩა და კვლავ ქუჩაში სამათხოვროდ გავიდა. მოზარდი ამბობს, რომ მშობლები უხეშად ექცევიან, ემუქრებიან და სახლში მისვლას უკრძალავენ, რის გამოც ბოლო დღეებში მას ნერვული აშლილობა დაეწყო. არასრულწლოვანის გაპარვის შესახებ ბოდბის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მშობლებს პირადად აცნობეს და ბავშვის მოძებნაში დახმარება ითხოვეს. /ქიზიყი/
* * *

ბოდბის ბავშვთა სახლიდან მოზარდი გაიპარა

სიღნაღის რაიონში მდებარე ბოდბის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლიდან დედოფლისწყაროში მცხოვრები 12 წლის მიშიკო კოპლატაძე გაიპარა. ამის შესახებ მოზარდის მშობლებს ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ აცნობა და მის მოძებნაში დახმარება ითხოვა.როგორც არასრულწლოვანის მეზობლებმა გაზეთ ქიზიყს განუცხადეს, მიშიკო კოპლატაძე რამდენიმე დღით მშობლებთან მანამდე იყო გამოსული და ბავშვთა სახლში ორი დღის წინ პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს. მოზარდი მშობლების მიერ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე მიანიშნებდა და არც იმას მალავდა, რომ სახლში მისვლა არ სურდა.გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტები ხსენებულ მოზარდს ბავშვთა სახლში გადაყვანამდე ესაუბრნენ. მიშიკო კოპლატაძე ამბობს, რომ მას მამა ცემით ემუქრებოდა და სახლში მისვლას უკრძალავდა. მიშიკო აღელვებული, აგრესიული იყო და ტიროდა.
როგორც გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს პოლიციაში განუცხადეს, მიშიკო კოპლატაძის ძებნაში სიღნაღისა და დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლები უკვე ჩაერთვნენ.
მოზარდის ორივე მშობელი ინვალიდია, ისინი ქალაქ დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილ სამხედრო საცხოვრებლის ძალზე ავარიულ შენობას აფარებენ თავს. როგორც გაქცეული არასრულწლოვანის მამამ შოთა კოპლატაძემ განაცხადა, უკიდურესი გაჭირვების გამო ისინი ბავშვის გამოკვებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ორ წელზე მეტია ის ბოდბის ბავშვთა სახლს მიაბარეს. მშობლის თქმით, ის იძულებულია მოზარდი სხვადასხვა ცუდი საქციელის გამო დასაჯოს და ამიტომ ემუქრება-ხოლმე. /ქიზიყი/

пятница, 2 июля 2010 г.

ნიკოლოზ შანშიაშვილის გეგმებს, მიზნებს და მოსაზრებებს გაეცანით გამგებლის პირველ ინტერვიუში

ნიკოლოზ შანშიაშვილი - დაიბადა 1976 წლის 22 იანვარს დედოფლისწყაროში, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. ასევე, 2001 - 2005 წწ თსუ ეკონომიური ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. 1998-99წწ დედოფლისწყაროს მიწის მართვის სამმართველოში მუშაობდა. 2003-06 წლებში იყო ქალაქ დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე, 2007-08 ქ. დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. 2008 - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი. 2008 წლის მეორე ნახევრიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2010 წლის 6 აპრილიდან კი დამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

მიმდინარე წლის 18 ივნისს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნიკოლოზ შანშიაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლად ერთხმად აირჩია.
-- ბატონო ნიკოლოზ, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, თუ რატომ გადაწყვიტეთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაგეყენებინათ?
-- გასული 2 წლის განმავლობაში აქტიური შეხება მქონდა იმ იდეებთან და პროექტებთან, რასაც ჩვენი გუნდი დედოფლისწყაროში აკეთებდა. შეიძლება ითქვას, ყველგან უშუალო მონაწილე ვიყავი. გამგებლად მუშაობის დროს კი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მექნება. ეს ნაბიჯი ჩემთვის ერთგვარი გამოცდაა, მინდა ხელმძღვანელის რანგშიც ვცადო საკუთარი შესაძლებლობები. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა საკრებულოს სრული ნდობის გამოცხადებისთვის. სურვილი მაქვს, ჩემი ძალა და ენერგია ქვეყნის და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშენებლობას მოვახმარო.
-- გამოკვეთილად თუ გაქვთ რაიმე პრიორიტეტული საკითხი?
-- ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში ბევრი რამ გაკეთდა და ბუნებრივია ბევრიც გასაკეთებელია. წელს დასრულდება ქალაქ დედოფლისწყაროს 100 პროცენტიანი წყალმომარაგება და შენარჩუნდება 24 საათიანი რეჟიმი, რაც ადგილობრივებისთვის გასულ წლებში დაუჯერებელი ოცნება იყო. ყველა სოფელში საქმე დაწყებულია და სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მის ბოლომდე მისაყვანად.
-- ახალი გამგებლის მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში ახალი სახეების გამოჩენის მოლოდინიც დიდია ხოლმე, თუმცა თქვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა, მხოლოდ პოლიტიკური კარუსელი დატრიალდა და ახალი სავარძლები აპარატის თანამშრომლებმა დაინაწილეს... რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ ახალი კადრების მოყვანა?
-- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გადათამაშება მოხდა. ალექსანდრე ალუღიშვილს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აქვს, საკმაოდ გამოცდილია და ჩავთვალე, რომ გამგებლის მოადგილის პოსტს ის უკეთესად გაუძღვებოდა. ზოგიერთის დაწინაურება მოხდა. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ჩოხელზე...
-- ანუ, ახალ კადრებს უპირატესობას არ ანიჭებთ?
-- ახალი სახეების გამოჩენას ყოველთვის მივესალმები და არ გამოვრიცხავ მომავალში ასეც მოხდეს.
-- ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოადგილე წარადგინეთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მოადგილე გამგებელს აღარ ეყოლება?
-- არა, მომავალშიც ორი მოადგილე მეყოლება. ახლახან, თვითმმართველობის კანონში ცვლილება შევიდა და აღარ არის განსაზღვრული მოადგილეების დახარისხება გამგებლის მოადგილედ და პირველ მოადგილედ. სულ მალე მეორე მოადგილესაც დავნიშნავთ...
-- სავარაუდო გვარი მაინც დაგვისახელეთ, ვისი განხილვა მიდის?
-- შეჯერებული და ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, ან წინასწარ დავაკონკრეტო. მალე გაირკვევა მეორე მოადგილის ვინაობაც.
-- ბატონო ნიკოლოზ, მოსახლეობის ნაწილი ლევან ბაღაშვილის კადრად მოგიაზრებთ. დედოფლისწყაროში ბევრი მიიჩნევს, რომ ნუკრი შანშიაშვილი ძლიერი მმართველი ვერ იქნება და ბაღაშვილის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებაო. ანუ, გაჩნდა ეჭვი, რომ გამგებლის ინსტიტუტი ჩვენს მუნიციპალიტეტში შესუსტდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კი საკმაოდ გაძლიერდება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ მოსახლეობის ამგვარ შეფასებებზე?
-- მე და ლევან ბაღაშვილი დიდი ხანია ვმეგობრობთ. ერთი გუნდის წევრები ვართ და სამსახურეობრივ ურთიერთობაშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. წლებია ერთად მოვდივართ. მე და ლევანი ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით და გავითვალისწინებთ. საკრებულო და გამგეობა იქნება როგორც ერთი ორგანიზმი და ჰარმონიულად ვიმუშავებთ. ვეცდებით, ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობა გვქონდეს... ვფიქრობ, რომ ასე უფრო უკეთესი შედეგები გვექნება.
-- ანუ, ამბობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბაღაშვილზე დამოკიდებული არ იქნებით?
-- თვითმმართველობის კანონში ისეთი ცვლილებები შევიდა, საკრებულო ახლა უფრო გაძლიერდა. თუმცა, საკითხის ასე განხილვა, რომ გამგებელი დასუსტდება, ან ვიღაცის კადრია და გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ასეთი მსჯელობა მართებული არ იქნება. გამგეობის გადასაწყვეტი რაც იქნება, იმ საკითხებში გადაწყვეტილებას მე მივიღებ!
-- როგორც რაიონის გამგებელი, საინტერესოა რას შეეწინააღმდეგებით თქვენს გუნდში. რა აღიზიანებს და რას არ დაუშვებს ნიკოლოზ შანშიაშვილი?
-- არ მიყვარს უპასუხისმგებლობა, სამსახურის მიმართ ერთგულებას ვაფასებ. არაპროფესიონალურ მიდგომას ვერ შევეგუები. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში პიროვნება ჩვენს რიგებს დატოვებს.
-- თვითმმართველობაში კლანური მმართველობის არსებობას როგორ უყურებთ?
-- როგორც იცით, ჩემი ნათესავი, ან ოჯახის წევრი დღემდე არ მუშაობდა თვითმმართველობის ორგანოში და არც ახლა იგეგმება.
-- კახეთის მასშტაბით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საჯარო მოხელეების მეუღლეების დასაქმების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. ნებისმიერი თავისუფალი ვაკანსია ბოლო დროს სხვადასხვა მაღალჩინოსნების მეუღლეებით ივსება. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება: თამაზ კირვალიძისა და მისი მეუღლის, ლევან ნატროშვილისა და მისი მეუღლის... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოლო წლების მანძილზე დედოფლისწყაროს გამგეობაში სავარძლები ძმაკაცობისა და ახლობლობის პრინციპებით გადანაწილდა... ახლაც მეუღლეების, ჩოხელისა და ყოჩიაშვილის დაწინაურებაც ერთდროულად მოხდა და ორივეს ხელმძღვანელის სავარძლები ერთ დღეში ჩაახუტეთ...
-- თუ რომელიმე მათგანის მეუღლე სადმე მუშაობს, ამაში განსაკუთრებულს მე ვერაფერს ვხედავ. ჩემს პერიოდში ასეთი რამ არ მომხდარა... თუმცა, ვისაც გულისხმობთ, არცერთი გარედან არ მოსულა. ჩოხელი და ყოჩიაშვილი რომ ახსენეთ, ვთვლი, რომ თანამდებობები დამსახურებულად მიიღეს. ნინო ჩოხელი საკმაოდ აქტიურია და...
-- იმის გათვალისწინებით, რომ ექს-ლეიბორისტმა და მისმა მეუღლემ ხელმძღვანელის თანამდებობები მიიღეს, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციურ წარსულს პიროვნების დასაქმების დროს ყურადღებას არ მიაქცევთ და პოლიტიკური ნიშნით არ დაახარისხებთ?...
-- ცხადია, არა. აქცენტი გაკეთდება პიროვნების განათლებაზე, მის გამოცდილებასა და პასუხისმგებლობის უნარზე. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი გვერდში მედგას. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს არ დავყოფ...
-- მოსახლეობასთან შეხვედრების მხრივ რამდენად გეგმავთ აქტიურობას?
-- რა თქმა უნდა ვგეგმავ და უკვე დაგეგმილიც გვაქვს... გამგებლობა სავარძელში ჯდომას არ გულისხმობს. ხალხთან სიარულს და სოფლებთან სისტემატიურ ურთიერთობას ვაპირებთ. მოსახლეობის აზრის გაზიარება უფრო მეტად მოხდება. თუნდაც, ამა თუ იმ პროექტებთან დაკავშირებით. შევჯერდებით იმაზე, რა უფრო მეტად სჭირდება ხალხს.
-- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად მედიის მიმართ?
-- არ მიყვარს, როცა ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა. რაც შეეხება ურთიერთობას, ამის საჭიროებაც არსებობს. აუცილებელია, რომ თვითმმართველობის მიერ გაკეთებული საქმეები სწორად იყოს გაშუქებული. მედია საუკეთესო საშუალება არის. მაგალითად, ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ადგილობრივი მედიით იგებს, რას ვაკეთებთ სხვა სოფლებში, ეს კი მნიშვნელოვანია.
-- თავიდან ყველა კარგად იწყებს, მაგრამ მერე გამგებლის კომენტარებისა და მოსაზრებების მოსმენა ხშირად რთულდება ხოლმე. რამდენად აქტიური და გახსნილი იქნებით ჟურნალისტებთან?
-- ჟურნალისტებთან ხშირი ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა დამოკიდებულება მექნება მეგობრული. ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა არც მანამდე მქონია და ვფიქრობ, არც ახლა იქნება. მე მზად ვარ აქტიური და გულწრფელი თანამშრომლობისათვის.
-- რაკი მედიას შევეხეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა რაიონებთან შედარებით ადგილობრივი მედიასაშუალებების მხრივ დედოფლისწყაროში არცთუ სახარბიელო ვითარებაა. ბიუჯეტის დაფინანსებით თითქმის ყველა რაიონში ფუნქციონირებს ტელევიზია ან რადიო. რაკი მხოლოდ გაზეთი შირაქი იბეჭდება და ისიც 10 დღიანი ინტერვალით და საკმაოდ მცირე ფორმატით, მინდა გკითხოთ, როგორც გამგებელს რამდენად გაკმაყოფილებთ ეს რეჟიმი და ხომ არ ფიქრობთ ინტენსივობის ან ფორმატის გაზრდას?
-- ჯერ ამ საკითხზე არ მიფიქრია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ 10 დღიანი ინტერვალი დიდია და საკმარისი არ არის. ყოველგვარ სიახლეს მივესალმებით და გაზეთ შირაქის ფორმატის გაზრდაც საინტერესო სიახლე იქნებოდა, მაგრამ, ამაზე იმის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რის საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტი. მომავალში წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რა ყურადღებაც აქამდე შირაქს ექცეოდა, უფრო მეტი დაეთმობა.
-- სოფლის რწმუნებულებს რაც შეეხება, აქაც იგივე გუნდით აპირებთ მუშაობას, თუ ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
-- რწმუნებულების საკითხზე ჯერ არ მიფიქრია. არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებები საჭირო გახდეს, მაგრამ ამ ეტაპზე იგივე გუნდთან გავარგძელებ მუშაობას.
-- საკრებულოს მიერ თქვენდამი ნდობის გამოცხადების შემდეგ რა მითითებები მიეცით თანამშრომლებს?...
-- ჩემს არჩევამდე თითოეულთან მქონდა საუბარი. მოთხოვნა ჩემი მხრიდან ყოველთვის არის. სამსახურის უფროსები კარგად მუშაობდნენ, მეტი დატვირთვის საშუალებას მე ვერ ვხედავ...

ესაუბრა
ილია მარტყოფლიშვილი

რა ხდება დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოში, როგორ ერევა ხელისუფლება კონკურსანტთა შერჩევაში და ვისი პროტექტორობით იწერება ჩარიცხულთა სიები?

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ახლა უკვე არც იმას უარყოფენ, რომ ხელისუფლება კონკურსში მონაწილეთა შერჩევაში ჩარევას ცდილობს და საკუთარი კადრების გაყვანაში ერევა. დედოფლისწყაროს #4-ე სასაზღვრო სამმართველოს უფროსი დემურ კეკენაძე ქიზიყის ჟურნალისტთან პირად საუბარში ადასტურებს, რომ სასაზღვროში დასასაქმებლად ხელისუფლების დედოფლისწყაროელი მაღალჩინოსნები სპეციალურ სიას უგზავნიან.
,,პარლამენტარმა ავთო ლეკაშვილმა 40 კაციანი სია გამომიგზავნა, ჩვენს სამსახურში ახალგაზრდების დასასაქმებლად. ასევე, ბუღალტერის შტატი გათავისუფლდა და ეს კანდიდატურაც თავად გამომიგზავნა... მაგრამ, ასე არ ხდება რაა... ისეთი სისტემაა, ნამდვილად ჩვენთან ასე არ ხდება... მიღების საკითხს მე არ ვწყვეტ. სასაზღვრო სამსახურის მსურველებს თბილისიდან სპეციალური ჯგუფი არჩევს და შესაბამის პროცედურებს გადიან. მიღება ასე ხდება და მე არაფერ შუაში არა ვარ - ყვება დემურ კეკენაძე.

დედოფლისწყაროში სასაზღვრო სამსახურში მოსახვედრად ჩაწყობა რომ ხდება და გავლენიანი მფარველის გარეშე იქ მსურველი ვერ მოხვდება, ამაზე შეიძლება ითქვას ლეგენდები დადის და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ცხრება. ამ ფაქტებზე კეკენაძის შეფასება, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ კონკურსში გამსვლელთა სიები გამგებლების, პარლამენტარის და სხვა მაღალჩინოსნების მიერ საგულდაგულოდ წინასწარ ივსება.
გაზეთი ქიზიყი კეკენაძის ინფორმაციით დაინტერესდა და დეტალების დასაზუსტებლად დედოფლისწყაროს მაჟორიტარს, პარლამენტარ ავთანდილ ლეკაშვილს გაესაუბრა. ლეკაშვილი ქიზიყთან საუბარში სასაზღვრო სამმართველოს მუშაობაში ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი საერთოდ არ ყოფილა:
ავთანდილ ლეკაშვილი: ,,არა, ასეთი რამე არ ყოფილა და სია არ გამიგზავნია მათთვის. ვცდილობ, არაფერში ჩავერიო ხოლმე.
ასეა თუ ისე, კეკენაძის აღიარების გარეშეც ყველამ კარგად იცოდა რა გზებით ხდება კონკურსანტების შერჩევა და შემდგომ საკონტრაქტო სამსახურში დასაქმება. სპეციალური სიების შესახებ ხელმძღვანელობის მხრიდან მინიშნებების ღიად გაკეთება კი მოსახლეობაში ეჭვების და არგუმენტების კიდევ უფრო გამყარებას გამოიწვევს. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *

მოსალოდნელია თუ არა დედოფლისწყაროში ჰაერის საშუალო, წლიური ტემპერატურის 4,6 გრადუსით მატება

გარემოს დაცვის სამინისტრო სკანდალური მონაცემების გავრცელებას უარყოფს გარემოს დაცვის სამინისტრო, საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2010 წელს მოსალოდნელია დედოფლისწყაროს რაიონში ჰაერის საშუალო, წლიური ტემპერატურის 4,6 გრადუსით მომატება. ოფიციალური ინფორმაციით, კლიმატის პროგნოზირებული ტემპერატურა რაიონს გადაიყვანს კიდევ უფრო ნახევრად უდაბნო კატეგორიაში. შედეგები კი სავალალო იქნება. მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით რადიო ჰერეთი საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს ესაუბრა. კარლო ამირგულაშვილი ამბობს, რომ ლანდშაფტის ცვლილების მიზეზი პირუტყვების მიერ საძოვრების ჭარბი ძოვება, ტერიტორიების გადაწვა, ტყის სისტემატური გაჩეხვა და წყლის რესურსების უსისტემო გამოყენებაა. ,,მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დედოფლისწყაროს რაიონიდან შესაძლოა მასობრივი მიგრაცია დაიწყოს, რადგან დეგრადირებული მიწების რაოდენობა 4 975 ჰექტარს აღწევს. ასეთი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისათვის ვარგისი ტერიტორიები აღარ იქნება. ეს კი ლოგიკურია, მოსახლეობის მიგრაციის უმთავრესი მიზეზი გახდება, - განმარტავს კარლო ამირგულაშვილი. მისივე თქმით, აუცილებელია დაიწყოს სპეციალისტებთან ერთად სერიოზული სტრატეგიული ხედვების შემუშავება. მოხდეს ტყის განაშენიანება, საძოვრების მართვის განსაზღვრა, სისტემური, სწორი წყლის რესურსების გამოყენება და სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია. პრობლემის მოგვარებაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს გარემოს დაცვის რეგიონალური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობა,–აღნიშნავს ამირგულაშვილი. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ელემენტების ცვლილება, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში უკვე დაწყებულია, დიდ გავლენას მოახდენს წყლის რესურსებზე, ეკოსისტემასა და ეკონომიკაზე. /რადიო ჰერეთი/
* * *
ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კახეთის რეგიონალურ რადიოსადგურზე დაყრდნობით, ინფორმაცია ცენტრალურმა გამოცემებმაც გადამოწმების გარეშე გადაბეჭდეს. მედია გარემოს დაცვის სამინისტროს სკანდალურ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, სამინისტროში ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ და ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.
იფორმაციის გადამოწმების შემდეგ ვითარების გასარკვევად გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს ელზა ჯაფოშვილს ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ზოგადად ტემპერატურის მატებაზე საუბარი არის, თუმცა ასეთი საშიშროება ასწლეულების შემდეგ შეიძლება დადგეს და ისიც მხოლოდ 1 ან 2 გრადუსით. ,,არასწორი ინფორმაციაა, 4 გრადუსი კატასტროფულად დიდი მაჩვენებელია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი არა, ასეთი საშიშროება წლების შემდეგაც არ არის მოსალოდნელი. ზოგადად, კლიმატურ ცვლილებებზე და ტემპერატურის ოდნავ მატებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის საუბარი და ამ პრობლემისკენ მიდრეკილი შეიძლება იყოს დედოფლისწყაროს რაიონიც. თუმცა, სპეციალისტები ასწლეულების შემდეგაც მხოლოდ ტემპერატურის მცირე მატებას ვარაუდობენ, დაახლოებით 1 - 1,5 გრადუსით. ასეთ საგანგაშო საფრთხეზე საუბარი არ არის. მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს წლის ბოლომდე დედოფლისწყაროში საშუალო, წლიური ტემპერატურა 5 გრადუსამდე მოიმატებს - ეს არარეალურია. სამინისტროს ყველა უწყებაში გადავამოწმეთ და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამგვარი მონაცემები გარემოს დაცვის სამინისტროს ნამდვილად არ გაუვრცელებია და ის არ შეესაბამება სიმართლეს.- გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში. გაირკვა, რომ საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ არა იმხელა მასშტაბებით, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მოცემული. ამის საპასუხოდ კი შეიძლება ითქვას, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა კლიმატურ ცვლილებებთან და გაუდაბნოებასთან საბრძოლველად ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. გერმანული მხარის დახმარებით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო და დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლებისა და ტყის კორომების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ამას გარდა, ქალაქ დედოფლისწყაროს სრული და მუნიციპალიტეტის სოფლების ეტაპობრივი წყალმომარაგება ხდება, რაც ლანდშაფტის დეგრადირებას მნიშვნელოვნად შეაჩერებს და დადებით შედეგს მოგვცემს. ამ ფონზე, საწყენია, რომ ასეთი სკანდალური და გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვრცელდება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს...
ილია მარტყოფლიშვილი

* * *

სასაზღვრო სამმართველოს განყოფილების უფროსი ჟურნალისტებს ნოტაციებს უკითხავს

რა აშფოთებს სამმართველოს ხელმძღვანელობას?

ამ დღეებში დედოფლისწყაროს #4-ე სასაზღვრო სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი გია კოხტაშვილი გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შეხვდა და მათი მისამართით გამოქვეყნებული სტატიების შესახებ ნოტაციების კითხვა დაუწყო. ის ქიზიყის მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა და არც შენიშვნებს იშურებდა. კოხტაშვილი დაინტერესდა, როდის დაანებებენ გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტები მათ თავს. ცნობისთვის, გვინდა დავაზუსტოთ, რომ ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია ქიზიყს არასოდეს გაუვრცელებია და არც კოხტაშვილის გვარი გვიხსენებია სადმე. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გამოხატავდა კოხტაშვილი პრეტენზიებს და ისიც მთვრალ მდგომარეობაში?...
-- ერთი, როდის უნდა დაგვანებოთ თავი? საინტერესოა, რას გადაგვეკიდეთ და აღარ გვეშვებით. რა გინდათ, შეგვეშვით რაა - ქედმაღლურად ბრძანებდა კადრების განყოფილების თავკაცი.
კოხტა ბიჭი გიორგი, ალბათ, თავის ჭკუა-დარიგებებში ზოგადად, სასაზღვრო სამმართველოს შესახებ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს გულისხმობდა. თუმცა, აქაც გვაქვს პასუხი: ჯერ ერთი, დამოუკიდებელი მედია რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გამოაქვეყნებს და, დიდი ბოდიში, მაგრამ ვალდებული სულაც არ ვართ, ეს თქვენ შეგითანხმოთ, ან თქვენი მოსაზრებები გავიზიაროთ... მეორე: გასული ერთი წლის მანძილზე ქიზიყმა თქვენი მისამართით მხოლოდ ორი სტატია მოამზადა და ყოველდღიური გაზეთი წელიწადში ორ მასალას რომ მოგიძღვნით, ეს არათუ გადაკიდებაა, პირიქით, ვგონებ ყურადღებაც კი მოგაკელით. არადა, საზღვრის თემა არცთუ ისე უმნიშვნელო საკითხია და უდაოდ მეტ ყურადღებას საჭიროებს.
და კიდევ: ნება გვიბოძეთ, თქვენს გარეშე გადავწყვიტოთ, რა საკითხებზე ვიმუშავოთ, ანდა რა დავწეროთ. როგორც ვხვდებით, თქვენი გაღიზიანება ბოლოს გამოქვეყნებულმა წერილმა გამოიწვია, სადაც საუბარი იყო სასაზღვროს თანამშრომლების მიერ არჩევნებში ხმების ორჯერ განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მასალაში სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მაიორ დემურ კეკენაძის კომენტარიც იყო მოცემული, სადაც ის მსგავს ფაქტს გამორიცხავდა და ხაზგასმით მიანიშნებდა, რომ თუკი ვინმეს კონკრეტული ფაქტები გააჩნდა კონკრეტულად დაესაბუთებინა. ამ ფონზე, კოხტაშვილის გარჩევები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან სამმართველოს ხელმძღვანელობის კომენტარის გარეშე არცერთი სტატია არ გავრცელებულა.
დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ, რომ 30 მაისის არჩევნებზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ხმები ჯერ სამოქალაქო ფორმით, საკუთარ მისამართზე განახორციელეს, შემდეგ კი კარუსელი დატრიალდა და ისინი უბნებზე ფორმით მივიდნენ და ხმები დამატებითი სპეც-სიის სახით მისცეს. დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, მაიორი დემურ კეკენაძე გაზეთ ქიზიყთან საუბრისას საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. ის ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებდა.
დემურ კეკენაძე: ,,კომენტარს არ გაძლევ, პრეს სამსახურს მიმართეთ....
-- დედოფლისწყაროში ხელმძღვანელი თქვენ ხართ და ამიტომ თქვენი პოზიცია უფრო საინტერესოა, თბილისიდან პრეს-სამსახურმა რა იცის აქ რა მოხდა.
-- არ ვიცი, რას საუბრობენ... თუ ვინმეს მაგ საკითხთან დაკავშირებით ფაქტები აქვს, მაშინ სასამართლოს მიმართოს და იქ გაირკვევა. ისე თქვენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რა უნდა გელაპარაკოთ, მერე ყველაფერს სხვანაირად წერთ ხოლმე...
-- როგორ კომენტარსაც აკეთებთ, ყოველთვის შეუცვლელად ვუშვებთ. ახლაც ამიტომ გეკითხებით, რომ პირადად თქვენთან გადავამოწმო...
-- მოდი, თბილისში პრეს-სამსახურს დაუკავშირდით და ყველაფერს გეტყვიან - აცხადებს სასაზღვრო სამმართველოს შეფი დემურ კეკენაძე. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ფორმიანები სპეციალურ დამატებით სიაში იყვნენ შეყვანილნი. კეკენაძის კომანტარის მიუხედავად დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ნაწილმა სასაზღვროს კონტრაქტორები უბნებზე სამოქალაქო ფორმაში საცხოვრებელი მისამართების მიხედვით დააფიქსირეს, თუმცა ოფიციალური საჩივარი არ დაწერილა. შეგახსენებთ, ოპოზიციის დამკვირვებლები უბნებს თითქმის არ ესწრებოდნენ. ამგვარი კომენტარების შემხედვარე და მაიორ კეკენაძის უხეში დამოკიდებულების ფონზე ლოგიკურიცაა, რომ მისმა კოხტა ქვეშევრდომმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან საქმის გარჩევა სცადა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ჩაერია. ჩანს, ამ ნაბიჯით ხელმძღვანელობასთან ქულების ჩაწერასაც შეეცადა.
ისე, ბატონო გივარგი, აქვე გეტყვით, რომ რაკი გაკადნიერდით და შენიშვნა მოგვეცით, ამიერიდან ასეთი მიქარვები აღარ მოგვივა და თქვენს სამმართველოს აუგად აღარ მოვიხსენიებთ. თქვენს ნერვებსაც მოვუფრთხილდებით და ტაშ-ფანდურა სტატიებს დავწერთ თქვენზე. გამოვაქვეყნებთ, როგორ ერთგულად დგახართ სამშობლოს სამსახურში, როგორ პატიოსნად იღებთ საკონტრაქტო სამსახურში მსურველებს. იმასაც დავწერთ - რა საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობებში მსახურობენ თქვენი მესაზღვრეები... მოკლედ, გაქებთ და გადიდებთ და მესაზღვრის დღეზე, (რომელიც სხვათაშორის ჟურნალისტიკის დღეს ემთხვევა) საჩუქრად ბუს კვერცხებსაც მოგართმევთ. ეს ისე, ქიზიყის ჟურნალისტებისგან სამახსოვროდ. ცხადია, ეს სიმბოლური საჩუქარი თქვენთვის იმ ღვაწლის დასაფასებლად გვჭირდება, დღედა-ღამ ჩვენს გაზეთზე რომ ფიქრობთ... როგორც გვიბრძანებთ, ისე იქნება. თქვენს გულს როგორც გაეხარდება, დაე ისე იყოს... თუმცა, არსებობს ერთი გადამწყვეტი გარემოებაც: კოხტაშვილს რატომღაც ავიწყდება, რომ თავად სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს და მათი საქმიანობით მედიასაშუალებები მუდმივად დაინტერესდებიან. ასე, რომ ჩვენო გიორგი, საზოგადოებრივ ინტერესს თქვენ თუ გადაკიდებად მიიჩნევთ, მაშ ვერაფრით დაგაიმედებთ, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად თქვენზე გადაკიდებულები ვიქნებით. (თუ შესაძლებელია ამას გადაკიდება დავარქვათ) ნებისმიერ დროს, როცა კი სასაზღვრო სამმართველოს, ან მისი რომელიმე თანამშრომლის მისამართით რაიმე სახის კითხვები და ეჭვები გაჩნდება, გაზეთ ქიზიყის გუნდი მზად არის, ჩვეული სიხალისით კვლავაც აქტიურად დაინტერესდეს, მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებზე პასუხი ეძებოს და მათი ინტერესი დააკმაყოფილოს.
თუ ღმერთი გწამთ, მორჩით ქილიკს და ჩვენი გაკონტროლებისა და რჩევების გადმოფრქვევის ნაცვლად საკუთარ მოვალეობებზე იზრუნეთ. ერთი რამ კი ცხადია, თქვენს სამმართველოში ყველაფერი რიგზე რომ იყოს, კრიტიკა ნამდვილად არ შეგაშფოთებდათ...
P.S. ასე, რომ საქმეს მიხედეთ, ბატონებო, სამშობლოს საზღვარი გაქვთ დასაცავი!!!

ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *

უფლებადამცველები მომაკვდავი ავადმყოფის რობერტ ხარაიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

,,დამიბრუნეთ ჩემი შვილი, მომაკვდავი მაინც, - ამ თხოვნით უკიდურესად მძიმე ავადმყოფი პატიმრის დედამ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა, თუმცა დიდი ბრძოლის მიუხედავად სამართალი ვერ იპოვა. ოჯახი და უფლებადამცველები 46 წლის რობერტ ხარაიშვილის პატიმრობიდან სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც დედოფლისწყაროში მცხოვრებმა თამარ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს რობერტ ხარაიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გაეწევა, შეიძლება, დაიღუპოს. მისივე ინფორმაციით, დაავადებები, რომელიც პატიმარს სჭირს, საგანგაშოა და ასეთ მდგომარეობაში სასჯელაღსრულების რუსთავის მე-2 დაწესებულებაში მისი ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. თამარ ბატიაშვილის განმარტებით, პატიმარს ყელის კიბო, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, შიდსი და სხვა მძიმე დაავადებები სჭირს. ამ დიაგნოზს, ადასტურებს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დასკვნები. ბატიაშვილის თქმით, პატიმარს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ორჯერ ჩაუტარდა. მას ყელში პლასტმასის მილები ჩაუდგეს და ვერ საუბრობს. ბატიაშვილის განცხადებით, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს მიმართეს, იმ დასკვნის მოთხოვნით, რომელიც პატიმრის მძიმე ავადმყოფობას ადასტურებს, თუმცა დოკუმენტს ადვოკატის გარეშე არ აძლევენ, ადვოკატი კი, პატიმარს არ ჰყავს. პატიმრის დედის თქმით, სამედიცინო დასკვნა სჭირდება საპატრიარქოში წარსადგენად, სადაც პატიმრის შეწყალების საკითხში დახმარების თხოვნას აპირებს. მისი განცხადებით, არაერთხელ მიმართა შეწყალების, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიებს ავადმყოფი პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. პატიმრის გათავისუფლების არგუმენტად დასახელდა ის ფაქტი, რომ ხარაიშვილი ოთხჯერ ნასამართლევია. ბატიაშვილის თქმით, მომაკვდავ პატიმარს სასჯელიდან 7 თვე დარჩა მოსახდელი.
პატიმრის გათავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ითხოვს, რომელსაც ხარაიშვილის საქმე შესწავლილი აქვს. უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი უკვე მერამდენე თვეა ხარაშვილის პრობლემებს აქტიურად სწავლობს და მის გათავისუფლებას ითხოვს. უფლებათა ცენტრი ხარაიშვილის საქმის დეტალებს ინტენსიურად აქვეყნებდა. რობერტ ხარაიშვილს ქურდობის ბრალდებით 8 წელი და 7 თვე აქვს მისჯილი. იგი ძებნილი იყო და ექსტრადიცია 10 წლის წინ რუსეთიდან მოხდა. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულის რობერტ ხარაიშვილის ოჯახს მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაპირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი მზად არიან, გასცენ დოკუმენტი, რომელიც ხარაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს აღწერს. მათივე განმარტებით, ამისათვის საჭიროა, ხარაიშვილის ოჯახმა ცენტრს წერილობით მიმართოს. ამასთან, როგორც ხარაიშვილის დედამ, თამარ ბატიაშვილმა განაცხადა, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში პატიმრის ავადმყოფობის შესახებ ცნობა არ მისცეს, რომელიც საპატრიარქოში წარსადგენად სჭირდება. თამარ ბატიაშვილის თქმით, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა, რომელმაც რობერტ ხარაიშვილს ოპერაცია ჩაუტარა, მისი ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ თავად ვერ გასცემდა სამედიცინო ცნობას და უფროსთან გააგზავნა. უფროსმა კი განუცხადა, რომ ცნობას ადვოკატის გარეშე ვერ გასცემდა. ბატიაშვილის განმარტებით, მათ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრისთვის წერილობით არ მიუმართავთ. მძიმედ დაავადებული ხარაიშვილის საქმესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ პატიმარი მძიმედაა დაავადებული, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ მისი სასჯელის გადავადების საკითხზე ვერ იმსჯელებენ, ვინაიდან ხარაიშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის არ მიუმართავს.
,,ხარაიშვილს კიბოზე ოპერაცია გაუკეთდა. არ საჭიროებს დამატებით ოპერაციას. ოპერაცია კარგად აქვს გაკეთებული. თუმცა სხვა დაავადებებიც სჭირს და მძიმე ავადმყოფია. ხარაიშვილი რუსთავის მე-2 დაწესებულებაში გადის შესაბამის მკურნალობას, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის და არ საჭიროებს პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. რომ ესაჭიროებდეს, გადაიყვანდნენ, - განაცხადეს სამინისტროში. თამარ ბატიაშვილის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების და შესაბამისი დასკვნის მომზადების თხოვნით, მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასაც“ მიმართა. დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში პატიმრების უფლებების დასაცავად სწორედ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან მისი შვილის გარეგნულ დათვალიერებას, ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვა არაფრით დაინტერესებულან.
ეკა ქობესაშვილი (ხარაიშვილის ადვოკატი; ადამიანის უფლებათა ცენტრი): ,,სახელმწიფო არანაირ მექანიზმს არ გვიტოვებს პატიმრის სასჯელის გადასავადებლად. აუცილებელია, სასამართლოს წარედგინოს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეს თანხა (ლაპარაკია 700 ლარზე) პატიმრის ოჯახს არ გააჩნია. ხარაიშვილს თავისი სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს და მისი ვადამდე გათავისუფლება კანონით დასაშვებია, - აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, სასჯელის დარჩენილი ნაწილის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მინისტრს და შესაბამის კომისიას წერილობითი განცხადებით არაერთხელ მიმართა, მაგრამ სამინისტროდან პასუხიც კი არ მიუღია. ,,დედაჩემს ჩემი ძმა 20 წელია არ უნახავს. დაკავების შემდეგ ის გასასამართლებლად საქართველოში რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ვიცით, რომ ის ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, რამდენიმე კვირა შეიძლება გაძლოს, მაგრამ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ სახლში მაინც დაიღუპოს“ - ამბობს პატიმრის ძმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დედოფლისწყაროს გამგეობაში მასშტაბური საკარდო ცვლილებებია

დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში საკადრო კარუსელი დატრიალდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი გადაიყვანეს, ხოლო ალუღიშვილის ადგილას გამგებლის თანაშემწე ნინო ჩოხელი დაინიშნა. გამგებლის თანაშემწის თანამდებობას აპარატის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ლეკაშვილი დაიკავებს. ,,გამგეობის სოციალურ სამსახურს მანამდე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე უხელმძღვანელებს. კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსად საკრებულოს ყოფილი წევრი, სოფელ ჯაფარიძის მაჟორიტარი გია ყოჩიაშვილი დაინიშნა. - აცხადებს გამგებლის ახალი მოიადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილც ადასტურებს. ამ დრომდე ვაკანტური რჩება გამგებლის მოადგილის კანდიდატურა. დაახლოებით ასეთივე პროგნოზები დედოფლისწყაროში უკვე რამდენიმე დღეა კეთდებოდა, ამიტომ ცვლილებები მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. დასუფთავების სამსახურს შპს სერვისი 2007-ს დავით ხიხაძის მოადგილე, ნინო ჩოხელის მეუღლე ზურაბ ყოჩიაშვილი უხელმძღვანელებს, ასე რომ მეუღლეები ჩოხელი და ყოჩიაშვილი გამგებელ შანშიაშვილის გადაწყვეტილებით ერთდროულად დააწინაურეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 29.06.2010

ზემო მაჩხაანის მკვიდრი თემურ ბოსტაშვილი დის მამამთილმა მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია


დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 26 წლის თემურ ბოსტაშვილი, რომელიც გათხოვილი დის ოჯახში სტუმრად თბილისში იმყოფებოდა, ოჯახის უფროსმა, დის მამამთილმა ტარიელ გოგალაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში ეჭვმიტანილის 63 წლის ტარიელ გოგალაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გოგალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. შეხლა-შემოხლის დროს ასევე დაიჭრა გარდაცვლილის და ნინო ბოსტაშვილიც, რომელიც ძმის დაცვას შეეცადა. როგორც გაზეთ ქიზიყს სოფლიდან აცნობეს, გარდაცვლილის გვამი ზემო მაჩხაანში უკვე ჩამოასვენეს.
გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველო აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы